02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 16:22:42, 697 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი - საფინანსო ორგანიზაციებში ხელყუმბარით შევარდნის ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ადამიანი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, ქვეყანაში საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებზე თავდასხმის ერთი შემთხვევა მოხდა და თავდამსხმელი დააკავეს.

მისი თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა.

„საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებზე თავდასხმის ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ადამიანი. თავდასხმების გახშირება ნიშნავს 10-20 შემთხვევა რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რომელიც მოხდა, ის დავაკავეთ. ბადრი ესებუას საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ დააკავეს გვაზავა, რომელიც 2 წელია ძებნილადაა გამოცხადებული, შს მინისტრი აღნიშნავს, რომ მასაც აუცილებლად დააკავებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics