01:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 13:01:33, 561 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა საგარეო ვალზე - მინდა ყველა დავამშვიდო, ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია

ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფოს საგარეო ვალთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უახლოეს საშუალოვადიან პერიოდში, საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში ლიდერი იქნება.

„პირველ რიგში, ყველა მინდა დავამშვიდო და დავარწმუნო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საგარეო ვალის მოცულობა არის გაზრდილი და ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებსაც მოუწიათ გარე სესხების გაზრდა, რადგან ცალეკეული სესხების აღებით, სახელმწიფო საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ამ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდებოდა, ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი. მისი გაჯანსღების პროცესი უკვე დაწყებულია. მომავალ წელს უკვე გვექნება პოზიტიური ზრდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უახლოეს საშუალოვადიან პირობებში ჩვენ ვიქნებით ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმარის თანხას იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და სტაბილურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს“, - განაცხადა ნათია თურნავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics