01:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 22:37:12, 696 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ქვეყანა დაუმორჩილებლობის ტალღამ უნდა მოიცვას

პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მოსახლეობას რეგულაციების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სასწორის ორივე მხარეს ადამიანის სიცოცხლეა.

„უნდა მოიცვას დაუმორჩილებლობის ტალღამ ქვეყანა, არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. იმიტომ, რომ გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეებიც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები.

იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი.

მე თუ არ მინდა არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები - თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, მაგრამ ეს ადამიანებს არ შეუძლიათ.

ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics