00:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 23:00:36, 553 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ

„შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ქვეყანა სერიოზულ ბრძოლაშია და ვინმეზე თითის გაშვერა არასწორია.

„შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ. ახლა არ არის იმ წარსულზე ლაპარაკის დრო. ახლა სხვა დროა, სხვა. ჩვენ სერიოზულ ბრძოლაში ვართ. ახლა რომ ვიღაცებზე თითის გაშვერა დავიწყოთ, ეს არი არის სწორი. ახლა სწორია, როცა უკვე ცეცხლი ანთია, ერთად უნდა ჩავაქროთ ყველამ.

ამიტომ, ახლა ვინ, როდის, რანაირად მოიქცა და ასე შემდეგ, ამას თავი დავანებოთ.

მთელი აგვისტო იცით რა ხდებოდა ზღვისპირეთში. გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეპიდაფეთქება, მაგრამ 2 კვირაში ჩავაქრეთ ის სვანეთში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გაიხსნა ტურიზმი, მაგრამ უნდა დაგვეცვა ის რეკომენდაციები, რომლებსაც არავინ არ იცავდა და შემდეგ, რა თქმა უნდა ორთვიანი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics