00:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 22:14:08, 511 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი შეზღუდვებზე - ახალ წელს არდადეგებზე მიდის ვირუსი?

„ახალ წელს არდადეგებზე მიდის ვირუსი?“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ამ შეზღუდებს თავის გადასარჩენად აწესებს.

„სრულიად აბსურდული, არალოგიკური და რა თქმა უნდა, თავიანთი ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა.

სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება?! ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ.

მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი, ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics