00:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 19:40:01, 565 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც ემოციური ფონის გამო იმყოფებიან იქ

„ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც ემოციური ფონის გამო იმყოფებიან იქ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ესეთი პაციენტები არ საჭიროებენ კლინიკურ ყურადღებას.

„ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად არის ორი ან სამი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ რომელიმე კონკრეტულ საავადმყოფოში, კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია.

ამითი არ უარვყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, ამ პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებული.

ამიტომ ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics