22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 15:56:56, 550 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა პიკში შევიდა, რის გამოც ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დანის პირზე უნდა ვიაროთ, რათა დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და რაც შეიძლება  მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას.

მისი თქმით, ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, პიკშია და აუცილებელია ღონისძიებების გამკაცრება.

„ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ ხვალ გამოცხადდება შეზღუდვები. ახლაც სერიოზული განსჯა იყო როგორი, რანაირი მიდგომით უნდა იყოს ეს რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანის შემოსავლებს.

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებს ანუ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და მეორე მხრივ, რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics