22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 13:48:22, 505 ნახვა

კომენტარი
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ, ზომების გამკაცრება გარდაუვალია

სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ, ზომების გამკაცრება გარდაუვალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, რაც არ უნდა ბევრი საწოლი დაემატოს საავადმყოფოებს, სისტემა ვერ გაუძლებს.

„სამწუხაროდ პესიმისტური სცენარით მივდივართ, ზომების გამკაცრება გარდაუვალია. უფრო კონკრეტულად: რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება. ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება სამი მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით: 1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით; 2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდსასტუმროში გადასვლა; 3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები. ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება და 20-24 დღეში კი სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი. მაგრამ ჩემი აზრით, სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის, რომ ინფიცირებულთა ექსპონენციალური ზრდის ტემპი შევანელოთ“, - წერს აკაკი ზოიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics