22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 18:06:25, 627 ნახვა

კომენტარი
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი - მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიპოვოთ გამოსავალი და დეკემბერში ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხზე, რომ დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოსავალი იპოვონ და დეკემბერში ფუნქციონირება არ შევწყვიტონ.

„ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდმდგომარეობაა, შესაბამისად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, - ამის შესახებ "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ და დეკემბრის თვეში გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics