20:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 21:35:10, 652 ნახვა

კომენტარი
ბოკერია კალაძის განცხადებაზე - გადათვლას ჩვენ ვითხოვთ და ისინი გვეუბნებიან უტიფრად უარს

„გადათვლას ჩვენ ვითხოვთ და ისინი გვეუბნებიან უტიფრად უარს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაყალბების ამ მასშტაბს გადათვლაც კი არ უშველის.

„კალაძეს უთქვამს, გადათვლის და ყუთების გახსნის წინააღმდეგია ოპოზიციაო. თან ეს ხდება ცესკოს სამარცხვინო სხდომის მეორე დღეს, ყველამ უყურა, როგორ იქცეოდნენ.

იქამდე, 800-მდე საჩივარი იყო „ევროპული საქართველოსი“, სხვა ოპოზიციის და რეპუტაციის მქონე NGO-ების, რომლებიდანაც სულ რამდენიმე დაკმაყოფილდა.

იმ რამდენიმეში, როცა გახსნეს, ხომ ვნახეთ, რაც იყო სურათი? ჩვენ ვასაჩივრებთ ამას ახლაც და კალაძე ამბობს, რომ თურმე ჩვენ არ ვართ გადათვლის მომხრე. ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, რომ გადათვლაც კი არ უშველის გაყალბების იმ მასშტაბს, რაც იყო, თორემ გადათვლას ჩვენ ვითხოვთ და ისინი გვეუბნებიან უტიფრად უარს“ , - განაცხდა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics