09:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 13:11:22, 467 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ გადამუშავებული დოკუმენტი პარლამენტში 30 ნოემბრამდე შევა.

„როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვვარაუდობდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, თუმცა პროგნოზი ჩამოვწიეთ 4.3 პროცენტზე, რაც უკავშირდება გამწვავებულ პანდემიურ ფონს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ, რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, იმიტომ, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე, ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რითაც ხასიათდებოდა 2020 წელიც. აქ შედის როგორც კარანტინის ისე მკურნალობისა და ტესტირების და რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ შევა ვაქცინის ხარჯები, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული და განახლებული ბიუჯეტით პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვდგებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics