09:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-06 12:06:29, 568 ნახვა

ეკონომიკა
„ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება და მომზადდება ტყის მართვის გეგმა

პროექტის  „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში,  ადიგენის სატყეო უბნისთვის   ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება  და მომზადდება ტყის მართვის გეგმა. აგრეთვე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა.  პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც  ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად,   სლოვენიელი ექსპერტები ჩაერთვებიან.   ეროვნული სატყეო სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან  ერთად,  ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს.

პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები.  პროექტი ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების (სათემო კავშირები) ჩართულობას სატყეო სექტორში მომსახურების პროცესში.

პროექტი 2021 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics