|
2020-10-23 08:14:09, 445 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო გააგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერას
ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგის მნიშვნელობას კახეთის რეგიონისთვის. „კახეთისთვის მეღვინეობის დარგი უმნიშვნელოვანესია. დარგში მიღწეული შედეგები სახეზეა. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღწეული პროგრესი შევინარჩუნოთ, რისთვისაც სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021-2024 წლებში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. ამასთან ერთად, საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 60-ზე მეტ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი ქართული ღვინის 20-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)