|
2020-10-20 22:30:46, 586 ნახვა
კომენტარი
იმნაძე - არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეხსნა კარვები
„არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეხსნა კარვები“ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტესტირებების მაჩვნებელი, რომელიც საქართველოშია, ბევრ დასავლეთის ქვეყანას შეშურდება. „აშკარად არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეხსნა კარვები. ბათუმში 5 კარავი იყო, თუ არ ვცდები, გახსნილი. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა თავის ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების ძალიან გადატვირთვა და ამან გამოიწვია პასუხების დაგვიანება იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ. ტესტირების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ განვითარებულ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. უმრავლეს ქვეყნებში, აქ რაც პასუხების დაგვიანებად ითვლება იქ ნორმაა“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)