06:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 13:17:44, 665 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე - თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა, თუ აბრალებ ეგ კიდევ უარესია

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა, ხოლო თუ აბრალებ, ეგ კიდევ უარესია.

მეუფე იაკობმა კითხვაზე ატარებს თუ არა პოლიტიკურ ხასიათს კომისიის ორი წევრის დაკავება, აცხადებს, რომ ქვეყანაში სულ არჩევნებია და ვის რა როდის გაახსენდება არ იცის.

„ვერასდროს ვერანაირ ვარიანტს ვერავინ ვერ გამორიცხავს. სინამდვილეში რა არის წესიერმა მართლმსაჯულებამ უნდა გვაჩვენოს. პოლიტიკური ელფერი აქვს თუ არა ეგ პოლიტიკოსებს ჰკითხეთ. ჩვენთან სულ არჩევნებია და ვის რა როდის გაახსენდება არ ვიცი. პროცესი უფრო ღია თუ იქნება, ალბათ, ვნახავთ რა იყო და რა არა.

თუ ღალატს აქვს ადგილი დაცვა არ გამოვა, თუ არ აქვს და აბრალებ ეგ კიდევ უარესია. ეკლესია არავის არ ვაჭერინებთ ხოლმე, კაცს თუ იჭერენ, თუ დამნაშავეა მაგის გამო იჭერენ,, თუ დამნაშავე არაა ეგეც გამოჩნდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარეობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics