06:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 12:15:13, 714 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილის გარეჯის საქმეზე - ისე დამდაბლდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეკვეთილ პოლიტიკურ თემას გაჰყვნენ

„ისე დამდაბლდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეკვეთილ პოლიტიკურ თემას გაჰყვნენ“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით-გარეჯის საქმეზე ორი ექსპერტის დაკავებას.

სამადაშვილის თქმით, წარმოუდგენელია რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ დაკავებულ ორ პირის რაიმე აღკვეთი ღონისძიება მიუსაჯოს.

„ახლა გადაწყვიტეს, რომ ასე დამდაბლდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეკვეთილ პოლიტიკურ თემას გაჰყვნენ და ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდა ორი ექსპერტი. მათი დაკავება არის ადამიანის უფლებათა ყოველგვარი დარღვევა. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯოს ამ ადამიანებს რაიმე აღკვეთი ღონისძიება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics