22:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 09:37:40, 656 ნახვა

ომი უკრაინაში
პრემიერ-მინისტრი კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

 

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

 

„დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეს ტალღა ვმართოთ. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ. პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები; ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერმა მოისმინა კლინიკების წარმომადგენლებისა და მედიკოსების კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები, კლინიკურ, მათ შორის მძიმე პაციენტების მართვის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში. მსგავსი ფორმატის შეხვედრები კლინიკების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics