12:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 13:52:03, 571 ნახვა

სამართალი
რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ ქ.რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვანი გოგონას გარდაცვალება გამოიწვია, გ.დ-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, ქ. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა გ.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და თავისივე სამოძრაო ზოლში შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.ბ.-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)  და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ გ.დ.-ს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics