02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 18:51:57, 1253 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ 35-ე პაციენტს გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში გადიოდა.

კოვიდ19-ით გარდაცვლილი 82 წლის ქალს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

 „82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი-დან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოიყვანეს.

პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“, განაცხადა  „კლინიკა ბომონდი“-ს კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics