14:45 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 14:11:33, 575 ნახვა

პოლიტიკა
მოსამართლემ უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე შეუამდგომლობა განუხილველი დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ადვოკატების შუამდგომლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, განუხილველი დატოვა. 
როგორც მოსამართლემ განმარტა, მოცემულ საქმეზე მოკლებულია შესაძლებლობა,  სხვა სისხლის სამართლებრივ საქმეზე შეფასება აწარმოოს. 
მისივე თქმით, აღნიშნული შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში ოფიციალურად არის შეტანილი და მასზე სასამართლო იმსჯელებს, თუმცა, რა ფორმით, ეს იმ მოსამართლის გადასაწყვეტია, რომელსაც ეს საქმე დაეწერება. 
„ჩვენ მხოლოდ ახალი აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობა შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა მოსამართლემ. 
ამ წუთებში საქმეზე, რომელიც „თბილსერვისისა“ და „რიყის ეპიზოდებს“ აერთიანებს, შესვენებაა გამოცხადებული. 
ცნობისთვის, ადვოკატებმა დღეს დილით თბილისის საქალაქო სასამართლოს გიგი უგულავას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. 
ადვოკატის თქმით, უგულავა უკანონო პატიმარია და სასამართლომ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების საფუძველზე ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ადვოკატების განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა,რომ უგულავა უკანონო პატიმარია და მისი გათავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა მომხდარიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics