12:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 15:52:32, 676 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილი დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილი დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას აცნობებენ.

„მან აღნიშნულ კითხვას უკვე უპასუხა, რომ საბა ჩხარტიშვილი იყენებს დუმილის უფლებას. ეს არის მისთვის კანონითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული“, - განაცხადა ადვოკატმა.

დუმილის უფლებას იყენებს ასევე შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ირაკლი წაქაძეც.

ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics