05:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 14:15:06, 1169 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში აღებული 538 ნიმუშიდან, კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა

თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში აღებული 538 ნიმუშიდან, კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ პარასკევს, ორშაბათს და სამშაბათს ვაწარმოებდით და დღესაც გრძელდება კორონავირუსზე ტესტირება მიმსვლელებისთვის იუსტიციიის სახლთან, სადაც გაშლილია მაგიდები, ორი ბრიგადა მუშაობს და ტესტის ნიმუშებს იღებენ. ამ სამი დღის განმავლობაში სულ აღებულია 754 პირის ნიმუში, მათგან 538 ნიმუშის კვლევა დღეს დილით დასრულდა, იქედან ოთხი დადებითია. იუსტიციის სახლთან ორი ბრიგადა დღეს რვა საათამდე იმუშავებს და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნიმუში აიღოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics