14:45 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 15:04:30, 562 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია ჯაჭვლიანს: მამათმავლობა არ დაგვიკანონებია

„კანონით, რომელიც მივიღეთ მამათმავლობა არ დაგვიკანონებია“,– ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით. 

აქვე, ბესელია პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ოჯახი ჩაიწეროს, როგორც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება,  მხარს უჭერს. 

„ჩემს მეგობარ სოსოს მინდა ვუთხრა, რა თქმა უნდა ის ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გაახმოვანა, მიმაჩნია არის უაღრესად მნიშვნელოვანი  და მეც დავუჭერ მას მხარს. მაგრამ ჩვენ,  იმ კანონით, რომელიც პარლამენტში მივიღეთ, არ დაგვიკანონებია მამათმავლობა, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა და ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას“, – აღნიშნა ბესელია. 

ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანმა პლენარულ სხდომაზე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშრებით, რომ პალრმანეტმა ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებით „მამათმავლობას“ უყარა კენჭი. 

ჯაჭვლიანი გამოვიდა ინიციატივით,  რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილება შევიდეს და ამოღებული იქნას ტერმინები „გენდერული იდენტობა“ და „სექსუალური ორიენტაცია“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics