17:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 17:03:55, 685 ნახვა

სამართალი
რამიშვილი - პროკურატურას გადავცემ ოქმს, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი აღწერს, როგორ აძლევდა მითითებებს თამარ ბაჩალიაშვილს

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დეტალურად, აღწერს, როგორ გადასცემდა „ფლეშკას“ და აძლევდა მითითებებს თამარ ბაჩალიაშვილს.

რამიშვილის განცხადებით, ამაზე სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ოქმში დეტალურად საუბრობს. რამიშვილი ოქმს პროკურატურას გადასცემს.

„დღეს მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი და რომელიც პირადად, დეტალურად, აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა გარკვეული წლების წინ, „ფლეშკებს“ და როგორ აძლევდა მას მითითებებს.

გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს, მივუთითებ გვარებს და სახელებს, რაც გამოკითხვის ოქმში წერია და დაველოდები, რას მოიმოქმედებს გამოძიება.

ეს ადამიანი მუშაობდა იმ სფეროში, რა სფეროც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან", - განაცხადა რამიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics