17:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 14:34:04, 792 ნახვა

სამართალი
ფურცხვანიძის განცხადებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება უკავშირდება ფინანსურ თაღლითობას, რომელშიც ერთ-ერთი ფიგურანტი აბრაჰამ რეიხბახია

"სპუტნიკ საქართველოს" დამფუძნებლის, დავით ფურცხვანიძის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება უკავშირდება ფინანსურ თაღლითობას, რომელშიც ერთ-ერთი ფიგურანტი აბრაამ რეიხბახია.

მისი თქმით, საქმე უკავშირდება საერთაშორისო ფინანსურ თაღლითობას, რომელშიც სამხრეთ კავკასიაა ჩართული და რომელშიც საქართველოს გარკვეული ადგილი უკავია.

„ეს არის მასშტაბური ფინანსური თაღლითობა. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის და მასში ჩარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ქვეყნებით და საქართველოს უკავია გარკვეული როლი. ამ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი გახლავთ ბატონი აბრაამ რეიხბახი, „ზაგი“ ამ შემთხვევაში პირდაპირაა იდენთიფიცირებული, რადგან მან გადაიფორმა ოფიციალურად და თამარ ბაჩალიაშვილი მანდ მუშაობდა, მოხდა მისი უცნაურ გარემოებაში დაღუპვა, ამიტომ ჩემი ინტერესი კონცენტრირდა ამ საქმეზე“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics