15:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-20 14:26:48, 659 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ლატარია: ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი, უფრო აქტიურად ჩადონ ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში

ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარება, საერთაშორისო ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი, უფრო აქტიურად ჩადონ ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, - წერს ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია თავის facebook პოსტში.

იგი ასევე ეხმაურება ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას.

„აზიის განვითარების ბანკის მხრიდან 2021 წელს წლიური შეხვედრის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება მიუთითებს ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმისა და პოსტპანდემიური სტრატეგიის ეფექტურობაზე. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას 5 ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი იღებს, მათ შორის, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. ასევე, ქვეყნის საერთაშორისო აღიარებაზე ცალსახად მეტყველებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გამართვა თბილისში.  ეს ყველაფერი დღევანდელი მთავრობის ზედმიწევნით სწორი და ადეკვატური პოლიტიკის შედეგია, რაც მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნავს ირაკლი ლატარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics