17:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 12:18:15, 612 ნახვა

სამართალი
პირს, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, დღეს გამოკითხავენ

"სპუტნიკ საქართველოს" დამფუძნებელს, დავით ფურცხვანიძეს მაგისტრი მოსამართლით თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ.

ფურცხვანიძე თბილისის პროკურატურაში გუშინ იყო დაბარებული, მაგრამ მან ჩვენების მიცემა სასამართლოში მოითხოვა.

„ბაჩალიაშვილის საქმე არის ეპიზოდი იმ დიდ საქმეში,რომელსაც მე და ჩემი სტრუქტურა ვიძიებთ. ეს არის დაკავშირებული დიდ ფინანსურ აფიორასთან უკავშირდება არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებს“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მას სატელიტის ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. აღნიშნული ინფორმაცია რამიშვილმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც პროკურატურაში განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ აღნიშნული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებულია და 2019 წლით თარიღდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics