|
2020-09-18 14:30:22, 632 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი
„ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კაპიტალური ხარჯების, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ნაწილში - ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავა სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს" მოთხოვნით მონაწილეობს. ნათია თურნავამ საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის პასუხად სახელმწიფო პროგრამების რამდენიმე წარმატებული მაგალითი მოიყვანა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში". „მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა - ბიუჯეტიდან ისეთი ეფექტური პროგრამები ფინანსდებოდა და ფინანსდება, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში," რომელიც 2014 წლიდან არსებობს - დღესაც, კოვიდის დროს ანტიკრიზისული პოლიტიკის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა, 600-ზე მეტი ქართული საწარმო, მცირე და საშუალო სასტუმროა დღემდე დაფინანსებული" - გამაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, 6000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები, უკვე ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება, საბრუნავი სახსრები შეივსონ, არ დააწვეს მათ საბანკო სესხების სიმძიმე და ხელფასები გაისტუმრონ. „პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი - ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა იზომება სამუშაო ადგილებით", - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ასევე ძალიან ეფექტური რამდენიმე პროგრამა ხორცილედება, მათ შორის გაზიფიკაციის 3-წლიანი პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის გაზიფიკაციის დონე 90%-ზე ადის. „400-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, სადაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არასოდეს ყოფილა გაზი, ჩვენ შეგვყავს ბუნებრივი აირი. ეს არის პროგრამები, რომლებიც ემსახურება 2200 კმ რეაბილიტირებულ გზას, ჩვენს მიერ გაყვანილი 267 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი, 218 ახალი 291 რეაბილიტირებული ხიდი და ა.შ.", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)