20:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 10:42:34, 1628 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის წინა სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი სასამართლო პროცესზე დღეს მხარეები მტკიცებულებების დასაშვებლობის საკითხს განიხილავენ.

პროცესზე განიხილება ძალადობის ორგანიზების საკითხი და ასევე გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდიც.

არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერაძის განცხადებით, პროცესზე მხარეები მტკიცებულების დასაშვებლობას განიხილავენ.

„განიხილება მტკიცებულების დასაშვებლობის საკითხი. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობის შესახებ. განიხილება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი. მიგვაჩნია რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა ნემსიწვერაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics