22:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 10:26:17, 2335 ნახვა

სამართალი
შსს-მ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაიწყო

2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველად დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ რ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული. ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და გაუმჯობესება.

ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112". მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics