14:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 14:25:05, 16756 ნახვა

ომი უკრაინაში
„ცისკარი გარდენში“, ღონისძიებაზე მყოფ ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

„ცისკარი გარდენში“ გამართულ ღონისძიებაზე მყოფ ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ კაფე-რესტორან „ცისკარის“ მენეჯერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებული ერთ-ერთი გოგონაა, რომლის ყველა ახლო კონტაქტი ცნობილია.

„პარასკევს „ცისკარი გარდენში“ ჩატარდა ივენთი, რომელზე მყოფ ერთ-ერთ სტუმარს ორი დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ორგანიზატორები არიან ყველა შესაბამის უწყებასთან კომუნიკაციაში, ვისაც ეხება მსგავსი ფაქტების კონტროლი. ვიცით, რომ ამ გოგონას ყველა ახლო კონტაქტი არის ცნობილი და ექვემდებარება კონტროლს. ივენთი, რომელიც ჩატარდა არა კაფე-რესტორან „ცისკარში“, არამედ „ცისკარი გარდენში“, რომელიც არის ცალკე ადგილმდებარეობა, შესაბამისად თანამშრომლები, რომლებიც ცისკარი გარდენში მუშაობენ, არ არიან კაფე-რესტორან ცისკარის თანამშრომლები", - განაცხადა მენეჯერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics