19:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 16:27:23, 6003 ნახვა

კომენტარი
დავით თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე - პირადი კონტაქტები გამოვიყენე, მათ შორის მოსკოვშიც

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტის ორგანიზებისას პირადი კონტაქტები გამოიყენა, მათ შორის - მოსკოვში არსებული.

მისი თქმით, შერიგებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა გზით მოხდა ოკუპირებულ რეგიონში გადასვლა.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი შერიგების პროცესი. რა თქმა უნდა ამ პროცესს მტრები ყველგან ჰყავს. მტრები ჰყავს თბილისში, სოხუმშიც და მოსკოვშიც. თუმცა ვიზიტის ორგანიზებისას მე პირადი კონტაქტები გამოვიყენე ცხადია, მათ შორის მოსკოვშიც გამოვიყენე კონტაქტები. როგორ გადავედით საზღვარზე შერიგებისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. მე მათ მტრებად არ მოვიხსენიებ. არანაირი კრემლის დავალებით არ შევედით, ჩემი კონტაქტები გამოვიყენე ამ საქმის ორგანიზებისთვის“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირნა ინაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში, ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics