04:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 19:55:09, 2082 ნახვა

სამართალი
Treveler.ge - სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი

„სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი“ , - ასე ეხმაურება ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯი“ შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში.

ტურისტული სააგენტოს გაცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რასაც სააგენტო ფლობს გადაცეს გამოძიებას.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით

ვუსამძიმრებთ  გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს

ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან ..

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი ...“ , - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 მგზავრი, 3 კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულების მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics