18:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 11:12:00, 9118 ნახვა

სამხედრო
აქტიური რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რეზერვის პროგრამას განაგრძობს. დღეს თბილისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სხვადასხვა მეტროსადგურთან მოქალაქეებს შეხვდნენ და აქტიური რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

ტერიტორიული რეზერვის შესახებ ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები.

აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.

რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური.

საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა.

რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.

18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge. ცხელი ხაზი: 595 05 06 85, 032 2 75 26 44.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics