20:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 14:08:11, 16069 ნახვა

ომი უკრაინაში
ქობულეთში, კაფე „ჰავანას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასუტრდა - პაატა იმნაძე ვიზიტორებს აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქობულეთში, კაფე „ჰავანას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაატა იმნაძემ მოუწოდა ვიზიტორებს, რომლებიც აღნიშნულ ბუნგალოში 9-10-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ცხელების ცენტრებს.

„გვაქვს ერთი არასასიამოვნო შემთხვევა, ქობულეთში გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევა, ქალბატონი ჩასულია თბილისიდან, სამუშაოდ ქობულეთში, არის ასეთი კაფე „ჰავანა“, ბუნგალო და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, უკვე ვინც კონტაქტში იყო ამ თანაშრომელთან, მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში და მათ გამოიკვლევენ, მაგრამ 9-10-11 აგვისტოს, ვინც იყო ვიზიტორები ამ კაფეში, მინდა, რომ მაქსიმალურად გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics