11:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:01:43, 3243 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

მორიგი სასამართლო სხდომა 18 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

პროცესის შემდეგ, რომელიც დახურული იყო, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობის ნაწილი დაუშვებლად ცნო, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ადვოკატების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას.

ასევე, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება. მათ შორის, ადვოკატების ნაწილი ითხოვდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების გადაცემას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics