02:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 13:09:30, 17029 ნახვა

ომი უკრაინაში
კორუფცია საქართველოში კოვიდ19-ის დროს მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვეზე - Bellingcat-ის კვლევა

კორუფცია საქართველოში კორონავირუსის პერიოდში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვებზე, - ბრიტანული საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი კვლევას აქვეყნებს.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ე.წ. გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვები, რომელიც საქართველოში კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ხორციელდებოდა.

Bellingcat-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ გამოძიება ორი მიმართულებით დაინტერესდა. ესენია ჯანდაცვის სექტორის შესყიდვები და საკარანტინე ზონად გამოყენებული სასტუმროები.

„კვლავე ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს საგანგებო სიტუაციები კორუფციულ პრაქტიკას. კორონავირუსის პანდემიისა და შეზღუდვების ფონზე, ელექტრონული ტენდერების გამოყენების ნაცვლად, საქართველოში ტარდება ე.წ. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები.

COVID-19– ზე რეაგირების შემდეგ და განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს, დაფიქსირდა სახელმწიფოს მიერ საეჭვო შესყიდვები და არაკონკურენტული ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობასა და კომპანიებს შორის“, - ვკითხულობთ კვლევაში.

Bellingcat აღნიშნავს, რომ გამოძებამ აჩვენა, რომ შესყიდვებში მონაწილე კომპანიების დიდი ნაწილი, კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა და მათი მფლობელები მმართველი გუნდის „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მხარდამჭერები არიან.

დაბოლოს, Bellingcat წერს, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სამართლიან კონკურენციას.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics