18:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:47:46, 4164 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში. მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება.

მთავრობის მხრიდან  ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი  ბიზნესის („start-up")  დასაწყებად  ბენეფიციარებისთვის  ფინანსური დახმარების გაწევას. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics