16:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 12:05:58, 2722 ნახვა

სამართალი
ალექსანდრე კობაიძე - ცხონებული შაქარაშვილი „ტოიტა ქემრის“ 6 მგზავრს არ მოუკლავს

გიორგი შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი „ტოიტა ქემრის“ 6 მგზავრს არ მოუკლავს.

მისი თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გირაოს სანაცვლოს არჩილ გაგნიძის გათავისუფლება მოხდეს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ მოხდეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის.

ბრალის დამძიმების შესაძლებლობას არ განვიხილავ. ახვლედიანის ჩვენება პირიქით საჩვენო გარემოებებზე მიუთითებს. გარდაცვლილთან არანაირ შემხებლობაში გაგნიძე არ არის, ეს ახლა დადასტურდა. ხელს გაგნიძეს არავინ ადებს.

ცხონებული შაქარაშვილი ამ 6 პიროვნებას არ მოუკლავს. მე თითს არავისკენ ვიშვერ, არც „მერსედესის“ მგზავრებზე და არც სხვაზე. ის თუ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, ამას პასუხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცეს. ყველა ჩვენი ეჭვის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics