21:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 10:23:50, 3178 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქურდობაში ბრალდებული პატიმრის გაქცევის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

„საქმეზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის,  პოლიციელებს ერთ-ერთი პატიმარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაექცათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics