|
2020-07-06 23:11:06, 2168 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი - შაქარაშვილის გარემოცვა გამოძიებას ატყუებს
„შაქარაშვილის გარემოცვა გამოძიებას ატყუებს“ , - ამის შესახებ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას მხოლოდ ერთი მხარის დასჯა სურს და მეორე მხარეს არ ეხება. „მე ვამბობ ერთ რამეს, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომლებიც არიან შაქარაშვილის გარემოცვიდან, მათ შორის მისი მეგობრები, ის გოგონები, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, ყველა იტყუება, ყველა აძლევს გამოძიებას ცრუ ჩვენებებს. ეს ხდება იმიტომ, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ და ობიექტურად. გამოძიებას იცით რა უნდა? წინასწარვე ეს მიმართულება აირჩიეს, რომ უნდა დაისაჯონ „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილში მყოფი მგზავრები და იმის იქით არავინ. ასე არ შეიძლება. გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. არ შეიძლება რამის გამორიცხვა წინასწარ მით უმეტეს, როცა ცხელ კვალზეც არ დაიწყეს გამოძიება. ბრეგვაძეს რომ ეთქვა პოლიციელებისთვის, რომ იმ აგარაკზე დაიწყო კონფლიქტი და იქ კიდევ გაგრძელდა და იქ მისი მეგობრები არიან, დღეს გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა იქ“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)