12:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 12:14:42, 3578 ნახვა

რეგიონი
ქედის ტურისტული პოტენციალის კვლევის ფარგლებში ინფო-ტური გაიმართა

„ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“-ს ორგანიზებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისა და ექსპერტებისთვის, ინფო-ტური გაიმართა.

მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, რაფტინგი, ზენდიდის ციხე, გლამფინგი სოფელ დანდალოში, ჭიბონის დამზადების მასტერკლასი, ღვინის დეგუსტაცია ძმები ავალიანების საოჯახო ღვინის მარანში, ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასი მახოს მარანში და ეს ყველაფერი ანსამბლ ,,ელესას" ძირძველი აჭარული სიმღერების ფონზე - ეს მოკლე ტურისტული მარშრუტია, რისი შეთავაზებაც ქედის მუნიციპალიტეტს შეუძლია.

ინფო-ტურების მიზანია მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და არსებული კულტურული ძეგლების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევის ფარგლებში ხორციელდება. ორგანიზაციას მომდევნო ინფო-ტური მედიის წარმომადგენლებისთვის აქვს ჩანიშნული. #ტურისტულიმარშრუტებიქედაში #ახალისერვისები #მეტიტურისტიქედას!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
ისრაელი იმედგაცრუებულია აშშ-ირანის შეთანხმებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics