10:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 11:23:37, 1880 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ჩირუხის მთაში მოიალაღეები მოინახულა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღებზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბის და დღვანის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

მთაში მყოფ ადგილობრივებს ტკბილეული, ბავშვებს საჩუქრად ბურთები, ხოლო რამდენიმე სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბენეფიციარს აჭარის მთავრობის სახელით სასურსათო კალათები მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა.

ადგილობრივებს შუახევის მერმა, ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციაზე ესაუბრა. ჩირუხი, როგორც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროს ედნარ შარაშიძესთან ერთად ჩირუხის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

,,შევხვდი მოიალაღეებს და ადგილზე გავეცანი მთაში არსებულ ვითარებას. ვესაუბრე ჩირუხის მთის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტებზე და ინფრასტრუქტურაზე. აღსანიშნავია, რომ მთის სეზონის გახსნამდე მთებში გაიწმინდა მისასვლელი გზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთაში, სხვადსხვა უნების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია. მალე ამოქმედდება იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები“-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics