|
2020-06-18 15:59:02, 1890 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. თუმცა, როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეში ახალი გარემოება, რომელიც ბრალდებულის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, არ გამოკვეთილა. ამასთან, დავით ცინარიძის ადვოკატმა სასამართლოზე ბრალდებულის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობაც დააყენა. ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)