|
2020-06-17 14:31:41, 1609 ნახვა
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ისეთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პირველად განიხილა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ. წლების განმავლობაში, სისტემატურად, სხვადასხვა ფორმით ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელდა. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება - დაიკითხა დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი. გამოკვლეული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)