16:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 14:07:12, 18198 ნახვა

ომი უკრაინაში
წულუკიანი: პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საქართველოში საპატიმრო ვირუსის მიღმა დარჩეს

„როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის რამდენიმე შემთხვევაა და დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს და დღესვე მოვუწოდოთ საზოგადოებას - ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება დაინფიცირების წყარო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან ისაუბრა იმ პრევენციულ ზომებზე, რაც იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში გაგრძელდება იმისთვის, რომ სისტემა ვირუსის შეტანისგან დაცული იყოს.

„რა თქმა უნდა, გაგრძელდება ზრუნვა იმისათვის, რომ საპატიმროებში არ იქნეს ვირუსი შეტანილი, თუმცა ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო პატიმრებიც და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათებისა და სხვა გზავნილების მიღება გაგრძელდება, თუმცა გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ამის მიღმა პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა.

დანარჩენი სისტემის ფარგლებში, იუსტიციელები გააგრძელებენ, როგორც აქამდე იყვნენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე სახლიდან მუშაობას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი. ამით ჩვენ გვინდა მაგალითი ვაჩვენოთ ასევე კერძო სტრუქტურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ იქნეს გამოძახებული, მიუხედავად იმისა, მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისთვის“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics