05:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 17:05:33, 2219 ნახვა

სამართალი
დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრს, გიორგი ჭინჭარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ის მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ.  

მომდევნო სხდომა 6 აგვისტოს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გამარჯვებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გიორგი ჭინჭარაულს ბრალდება გუშინ წარედგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics