19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 10:49:47, 7516 ნახვა

ომი უკრაინაში
1000-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო”, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, „გარდაბანი რკინიგზა“, “ყაზბეგი”, „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთის პორტი“, „ვალე“,  „კარწახი“,  „ნინოწმინდა“, „მტკვარი“, „გარდაბანი“, ასევე ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონების 1000 -მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს, ამ ეტეპისთვის,  არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“ -ზე  უარყოფითია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ,  31 მაისს, დადასტურებული შემთხვევა, არის დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი და მას საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სადახლო საავტომობილოს“ მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება ევალებოდა. აღნიშნულ ქალბატონთან მებაჟე ოფიცრებს, მოქალაქეებსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს კონტაქტი არ  ჰქონიათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics