|
2015-08-25 09:47:22, 768 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1982 წელს დაბადებული მიხეილ კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ კ-მ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების საკურორტო დასახლება შეკვეთილში, სასტუმრო „ოლიმპის“ ერთ-ერთ ნომერში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქის კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ კი ბრალდებულმა შეკვეთილში, სასტუმრო „გურია პალასის“ ერთ-ერთი ნომრიდან მოქალაქის კუთვნილი, „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კ. შეკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)