20:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 14:06:13, 14534 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 6-მა პაციენტმა დატოვა, კლინიკაში მკურნალობას 48 ადამიანი აგრძელებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, საავადმყოფოში 48 პაციენტი მკურმნალობს, საიდანაც 16 კორონავირუსით ინფიცირებულია.

მისი თქმით, ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა. 

„დღეისათვის ჩვენს კლინიკაში არის 48 პაციენტი. აქედან 16 კორონავირუსით ინფიცირებულია. მივიღეთ 14 პაციენტის უარყოფითი პასუხი. ასევე 6 გამოჯანმრთელებული წავიდა კლინიკიდან. 11 პაციენტი იმყოფება ინტენსიურ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 1 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, რომელიც უკიდურესად მძიმედაა, თუმცა სტაბილურადაა და ცოტა გაუმჯობესების ელემენტებიც გამოისახება.

ჩვენ უკვე დიდი ხანია მასთან ვმუშაობთ. მას აქვს ორმხრივი ფილტვის არტერიებზე თრომბო ემბოლია, ფილტვის პნევმონია, დისტრესინდრომი, იმშემიური ინსულტი, მეოთხე ხარისხის გულის უკმარისობა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო კოვიდ დადებითი. ამ ბოლო პერიოდში მასთან ორჯერ მივიღეთ უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics